logo
ENG



ბელარუსი აცხადებს, რომ "საზღვრების დასაცავად" ქვეყანაში 9 000 რუსი სამხედრო განლაგდება

16 ოქტ 202223:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/16/j3dj4pscv1t1a20.png

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "საზღვრების დასაცავად" ქვეყანაში 9 000 რუსი სამხედრო განლაგდება. 

Reuters-ის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალერი რევენკომ თქვა, რომ რუსი სამხედროების პირველი ნაკადი უკვე ბელარუსში იმყოფება და მათ გადანაწილებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ბელარუსის ჯარებთან ერთად რუსული ძალების საზღვრებთან განლაგების გადაწყვეტილების მიზეზად რამდენიმე დღის წინ ალექსანდ ლუკაშენკომ "უკრაინისა და დასავლეთისგან მომდინარე საფრთხეები" დაასახელა.


close დახურვა